|
სულის ხსნის ბიბლიური გზა
მთელი სახარება ტრიალებს ერთი უნიკალური ისტორიული ფაქტის გარშემო: იესო
ქრისტეს სასიკვდილო მსხვერპლთშეწირვა ჯვარზე. თუ ჩვენ ვერ გავიგებთ რა
მოხდა ჯვარზე, არ გვეცოდინება როგორია ღმერთი და რას ნიშნავს ქრისტიანად
ყოფნა. წმინდა წერილში წერია: ”ვინაიდან მან (იესომ) ერთი შეწირვით
სამუდამოდ სრულყო განსაწმენდელნი” (ებრ. 10:14). აქ გამოყენებულია დიდი
ძალის მქონე ორი სიტყვა: ”სამუდამოდ” და ”სრულყო” (ანუ სრულყოფილი გახადა).
ეს ორი სიტყვა ერთად აღწერს იმ მსხვერპლის მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს
ადამიანთა მოდგმის მთელ საჭიროებებს და უკმარისობას. უფრო მეტიც, მისი
შედეგები არ შეიზღუდება დროით და მიემართება მარადისობაში.
ამ
მსხვერპლის საფუძველზე წერს მოციქული პავლე: ”ჩემი ღმერთი აღავსებს თქვენს
ყოველ საჭიროებას თავისი სიუხვისამებრ, დიდებით ქრისტე იესოში” (ფილიპ.
4:19). ყველა საჭიროება მოიცავს ცხოვრების ყველა სფეროს: სხეული, გონება,
ემოციები, ურთიერთობები და მატერიალურ-ფინანსური მდგომარეობა. არაფერი არ
არის უმნიშვნელო, ანდაც გამორჩენილი ღმერთის მხედველობიდან.
ერთადერთი სუვერენული აქტით ღმერთმა ადამიანთა მოდგმის მთელი საჭიროებები
შეკრიბა დროის ერთ კულმინაციურ მომენტში - ეს არის ჯვარცმა! ამ სიტყვამ
შეძრა სამყარო (მათ. 27:45-53).
ღმერთს არ შემოუთავაზებია პრობლემათა გადაჭრის ბევრი ვარიანტი, რომლებიც
თან სდევს კაცობრიობას. ის გვთავაზობს ერთ ყოვლისმომცველ
გადაწყვეტას, რომელიც მოიცავს უფლის პასუხს ჩვენს ყოველ კონკრეტულ
პრობლემაზე. შეიძლება ჩვენ გამოვედით სხვადასხვა სოციალური გარემოდან,
ვეკუთვნით სხვადასხვა კულტურას, მაგრამ ღმერთის გადაწყვეტილების მისაღებად
ყველანი უნდა მივიდეთ ერთ ადგილას - იესოს ჯვართან!
ადამიანთა მოდგმის მტერი თავს გვახვევს ჰუმანურ და ნაციონალისტურ
რელიგიებს, მრავალნაირ ფილოსოფიას, სადაც სიტყვა არ იძვრის იესოს სისხლის
შესახებ, ისინი დამყარებულნი არიან ”ღრმა ცოდნაზე”, ”შემეცნებაზე”,
”მისტიურ განცდებზე”
და არა
გამოსყიდვაზე, რომელიც ჯვარზე მოხდა. იესოს სისხლი არის
ერთერდრთი
იარაღი, რომელმაც
ძირს დასცა სატანა.
ყველაზე ზუსტი აღწერა იმისა, თუ რა მოხდა ჯვარზე მივიღეთ ესაია
წინასწარმეტყველის საშუალებით 700 წლით ადრე, სანამ რეალურად მოხდებოდა ეს
მოვლენა. ესაიას 53:1-12-ში აღწერილია ”უფლის მონა”, რომელიც შემოგვთავაზა
ღმერთმა ჩვენი ცოდვების გამომსყიდველ მსხვერპლად. ამ მსხვერპლის მიზანი
აღწერილია მე-6 მუხლში: ”ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თვითოეული
საკუთარ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეყარა ყოველი ჩვენგანის ცოდვები”.
კაცობრიობის უმთავრესი პრობლემა ღმერთის მიერ შემოთავაზებული გზის უარყოფა
და საკუთარი გზებით სიარულია. ბევრ ადამიანს არ ჩაუდენია მძიმე ზნეობრივი
ცოდვები, ისეთები როგორიცაა: მკვლელობა, ქურდობა და ა.შ. მაგრამ
ეს ერთი ყველამ ჩავიდინეთ: ყოველი ჩვენთაგანი თავის გზას დაადგა და
ძალაუნებურად ზურგი
ვაქციეთ
ღმერთს.
როცა ღმერთი ადამთან სასაუბროდ მივიდა და მოუხმო, ადამმა უპასუხა:
”დავიმალე!”. იგი ღმერთს განერიდა. ამ დღიდან კაცობრიობა სხვა გზით წავიდა
და ღმერთთან მიახლოების კანონიერი უფლება წაერთვა. ის აღარ
რეაგირებდა ღმერთის მოწოდებებზე, არამედ მხოლოდ საკუთარი ნების და ახალი
ბატონის სურვილთა აღმსრულებელი გახდა. რამ გამოიწვია ეს? ურჩობამ. ადამი
ჯერ სულიერად მოკვდა და მხოლოდ ამის მერე განიცადა ფიზიკური სიკვდილი.
სულიერად ადამიანი სატანის თანამოზიარეა, რადგან ღმერთისადმი ურჩობა
თანაბრად ეხება ორივეს.
აი
ამიტომ
არ შეუძლია ადამიანს კარგი
საქციელით სულის ხსნა. დღეს ბევრს საუბრობენ ღმერთის მამობაზე, კაცთა
ძმობაზე, მშვიდობაზე, ჰუმანიზმზე, მაგრამ იესომ რელიგიურ პირებს უთხრა:
”თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმების ასრულება გწადიათ”
(იოან. 8:44). არცერთი ჩვენთაგანი არ არის ამ ადამიანებზე უკეთესი. მათ
ეგონათ, რომ რადგან გარკვეულ წესებს იცავდნენ, ამით ღმერთს აამებდნენ.
ადამიანს არ სჭირდება ლამაზი სიტყვები და უსიცოცხლო რელიგიური სისტემები,
სულიერად მკვდარს მეორედ შობა, ანუ სულიერად გაცოცხლება სჭირდება (იოან.
3:1-7). უფალი ღმერთია სამყაროსთვის, მაგრამ მამა მხოლოდ ახალი
ქმნილებისთვის ქრისტეში.
ადამიანი ქვეცნობიერად ეძებს უმთავრესს რას დაკარგა ცოდვის გამო - მარადიულ
სიცოცხლეს. ეგვიპტური რელიგია და კულტურა იყო მძლავრი ამბოხება სიკვდილის
წინააღმდეგ. ეგვიპტელებს არ სურდათ სიკვდილი, ამიტომ ისინი აშენებდნენ
პირამიდებს, მაგრამ მათ არ იცოდნენ რა არის ჭეშმარიტება. ეგვიპტური
ცივილიზაცია თავის ცოდვებში დაიღუპა. მათგან შემორჩა მხოლოდ პირამიდები,
როგორც ადამიანის სიკვდილის წინააღმდეგ ამბოხების ნიშანი.
იესო მოვიდა რათა მომკვდარიყო
გარე დამკვირვებლის თვალში იესო ებრაელთა მორიგი მოძღვარი იყო, რომელიც
დაადანაშაულეს სექტანტობაში, არეულობების მოწყობაში და რომელიც დამნაშავის
სიკვდილით მოკვდა სამარცხვინო ჯვარზე! ბევრი ადამიანი გააკრეს ჯვარზე
იესომდე და ბევრიც იტანჯა ჯვარზე იესოს შემდეგ. ურწმუნო ადამიანისთვის ის
ერთერთი მრავალთაგანია, მაგრამ ღმერთისთვის განსაკუთრებული.
იესო
დედამიწაზე
მოვიდა, როგორც სამსხვერპლო კრავი. იოანე ნათლისმცემელმა თქვა მასზე: ”აჰა
ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას!” (იოან. 1:29). იესო
დაიბადა რათა მომკვდარიყო!
ის
ქადაგებდა, ასწავლიდა, უხსნიდა, აძლევდა მაგალითს, ახდენდა სასწაულებს,
დევნიდა დემონებს და კურნავდა ავადმყოფებს. როგორც ღმერთის შვილმა მან
აჩვენა ადამიანებს როგორია სინამდვილეში ღმერთი, როგორი კეთილი და მოწყალეა
ადამიანების მიმართ. ამასთან მან გვაჩვენა ადამიანის ნიმუში, წარმოადგინა
ადამიანი ისე, როგორიც უფალმა ჩაიფიქრა
სამყაროს
შექმნისას,
მაგრამ ეს არ იყო იესოს მთავარი მისია, ის მოვიდა რათა მომკვდარიყო
ჩვენთვის. ცოდვის საშუალებით ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოვიდა სიძულვილი,
მარტოობა, სიცრუე, ავადმყოფობა, სიღარიბე და უკმარისობა. სინდისმა ამხილა
ადამიანი და აუწყა რომ ის დამნაშავეა, ამიტომ შიში, მოუსვენრობა,
პრობლემები ადამიანების ჩვეულებრივი მდგომარეობა გახდა. ცოდვამ დაუმონა
ადამიანი წუთისოფლის მთავარს-სატანას და შეუძლებელი იყო ამ მდგომარეობიდან
თავის დაღწევა.
რა მოხდა ჯვარზე
დედამიწაზე არ იყო არცერთი ადამიანი, საკმარისად წმინდა, ძლიერი, ჭკვიანი
და მისაღები კაციობრიობის ვალის
ღმერთის წინაშე
გადასახდელად.
არავის არ შეეძლო
ეხსნა საკუთარი თავი
იმ სულიერი
მონობისგან რომელშიც დაუმორჩილებლობის
გამო მოხვდა. ადამიანებს უნდა დახმარებოდა ვინმე სხვა, გადაეხადა მათი
გამოსასყიდი. სახარების ამ პუნქტს ეწინააღმდეგება
ნაირნაირი რელიგიური სისტემა, ჰუმანიზმი და ”ახალი სულიერება”. ხორცი უარს ამბობს მიიღოს
ფაქტი, რომ თავად არ შეუძლია იხსნას საკუთარი თავი, იგი ცდილობს
გამოიყენოს ათასგვარი საშუალება დაწყებული იოგით, სექსუალური
აღირახსნილებით,
განდეგილობით, კარიერიზმით, სოციალიზმით და დამთავრებული პაციფიზმით,
მაგრამ ვერ აღწევს
ჭეშმარიტებას
და თავისუფლებას. ადამიანს არ შეუძლია თავისი ძალებით
ამოავსოს ის უფსკრული, რაც
კაცობრიობასა
და ღმერთს შორის გააჩინა ცოდვამ.
ჩვენ
არ გაგვაჩნია
არაფერი, რითაც გადავიხდით
დანაშაულის გამოსასყიდს. ამისთვის განკაცდა იესო, რათა მომკვდარიყო ჩვენთვის.
რომაელთა ეპისტოლეში წერია: ”ცოდვის საზღაური სიკვდილია” (6:23), ან
ადამიანი მოკვდებოდა და სამუდამოდ დაიღუპებოდა, ან ვინმე უნდა მომკვდარიყო
მის მაგივრად! სად უნდა მომკვდარიყო? ჯვარზე!
ჩვეულებრივი ადამიანის სიკვდილის შემთხვევაში გამოსყიდვა არ მოხდებოდა,
რადგან ადამიანს არ შეუძლია
ცოდვების საკუთარი ძალებით გამოსყიდვა.
ღმერთა არ შეეძლო მომკვდარიყო მის ნაცვლად, რადგან ადამიანმა შესცოდა.
ამიტომ მოვიდა იესო, ღმერთის ძე, რომელიც ერთდროულად იყო ღმერთიც და სრული
ადამიანიც.
იესო ადამიანს შეეძლო მომკვდარიყო ადამიანის სიკვდილით, იესო ღმერთს შეეძლო
მიეტანა სრულყოფილი მსხვერპლი, რადგან თავად იყო უცოდველი.
უდანაშაულომ ნებაყოფლობით აიღო თავის თავზე სხვათა უკეთურება და დანაშაული,
რითაც
გახდა სამსხვერპლო კრავი - მსხვერპლი ცოდვებისთვის:
”ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახდა ცოდვად ჩვენს გამო, რათა მასში გავხდეთ
ღვთის სამართლიანობა” (2 კორ. 5:21)
”რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა
სიმართლისთვის ვიცოცხლოთ ცოდვისათვის მკვდრებმა, მისი ჭრილობებით თქვენ
განიკურნეთ” (1 პეტ. 2:24)
”რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვების გამო, მართალი - უმართლოთა
გამო, რათა მივეყვანეთ ღმერთთან” (1 პეტ. 3:18)
რომ
არა ღმერთის სიყვარული ჩვენდამი,
გარდაუვლად უნდა
მოვმკვდარიყავით, მაგრამ მოკვდა
ღმერთის ძე და
გადაიხადა ჩვენს გამო არსებული გამოსასყიდი. ჯვარზე მოხდა კურთხეული
გაცვლა. ხედავთ ამას? აუცილებელია, რომ ეს გაცვლა დაინახოთ!
კურთხეული გაცვლა
როდესაც გეთსამანიის ბაღში იესომ მტკიცედ გადაწყვიტა მორჩილებით შეეწირა
საკუთარი თავი, იგი შეიპყრეს, სცემეს და მიალურსმეს ჯვარზე, ყველაფერი
რისგანაც ღმერთს ჩვენი განთავისუფლება უნდოდა მიეცა იესოს: ”მან იკისრა
ჩვენი სნებები და ჩვენი სატანჯველი, მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის გამო იყო
დაჭრილი, ჩვენი უკეთურობისთვის დალეწილი, მასზე იყო სასჯელი ჩვენი
სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ” (ეს. 53:4,5).
ჯვარი გახდა ყველა დროის ყველა უკეთურობის თავმოყრის ადგილი: წუთისოფლის
მთელი ცოდვები, სიძულვილი, დაუმორჩილებლობა,
სიმწარე, შიში, მოუსვენრობა, ზურნვები, მარტოსულობა, ავადმყოფობა, სიღარიბე
და სიკვდილი იესომ აზიდა ჯვარზე. ეს ყველაფერი იესომ წაიღო სიკვდილში:
ჯვარი არის გამოსყიდვის ადგილი
ჯვარზე მოისპო ცოდვის ძალაუფლება
ჯვარზე მოისპო ავადმყოფობის ძალაუფლება
ჯვარზე მოისპო უკიდურესი სიღარიბე
ჯვარზე მოიხსნა წყევლის ძალაუფლება
ჯვარზე მოიხსნა ადამიანის მტრობა და გაუცხოება ღმერთთან
სულერთია ატარებ თუ არა ლოთონის, ან ხის ჯვარს, ამულეტი ვერ დაგიცავს, ვერ
შეგარიგებს ღმერთთან. მნიშვნელოვანია არა ის, თუ რას ატარებ გარედან,
არამედ შეცნობილი გყავს თუ არა ღმერთი ქრისტეს მეშვეობით.
იესოს სიკვდილმა გოლგოთაზე შეგვარიგა ღმერთთან. იესოს სისხლი არის
საფუძველი, რის გამოც ადამიანმა მიიღო გამართლება.
გამოსყიდვის ფუნდამენტზე გამოცხადდა სასიკდვილო განაჩენის გაუქმება
კაცობრიობისათვის, გამოსასყიდი შეტანილია და ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს
ღმერთის შვილი, გამართლდეს, იშვას ზეციდან და ჰქონდეს ცოცხალი ურთიერთობა
ღმერთთან.
ჯვარზე სიკვდილი იყო ის პირობა, რომელიც ესადაგება ღმერთის სამართალს და
რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ეხლა, ჩვენს რეალურ ცხოვრებაში ვიცხოვროთ
იმავე ძალით, რომელმაც აღადგინა მკვდრეთით იესო.
შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა: ”ეს თუ მართალია, მაშინ რატომ არის ამდენი
უსამართლობა, ომები, მკვლელობები, ავადმყოფობა, სიღატაკე, რატომ დუმს, სად
არის ღმერთი?” ეს შეკითხვა არაკორექტულია,
კი მაგრამ სად ხართ თქვენ? იესომ თქვა: ”მოდით ჩემთან ყოველნო მაშვრალნო და
ტვირთმძიმენო .. და მე მოგასვენებთ თქვენ” (მათ. 11:28). ეს არის ღმერთის
პირობა: მოდი! თუ არ მიხვედით, როგორ მიიღებთ დანაპირებს? თუ დილეგში
მჯდარი დამნაშავე არ დაუჯერებს მისთვის გადაცემულ
განთავისუფლების
საბუთებს,
ის ისევ დილეგში დარჩება და მისი ბნელი კანონებით იცხოვრებს. დილეგიდან
გასასვლელად საჭიროა იმ ადგილიდან წახვიდეთ ...
ყველა, ვინც განსაკურნებლად მივიდა იესოსთან - განიკურნა! (მათე 8:1-16),
მაგრამ განკურნებამდე ისინი მივიდნენ. ისრაელში ბევრი ავადმყოფი იყო,
მაგრამ მხოლოდ ისინი ინკურნებოდნენ, ვინც იესოსთან მიდიოდა. ეს საშუალება
თქვენც გაქვთ, იესო ცოცხალია!
ღმერთმა აბრაამს შეუსრულა აღთქმა. მის თესლში (ქრისტეში) აკურთხა მთელი
მსოფლიო. იესო მზადაა მიგიღოთ თქვენც: ”ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ
თქვენ” (იოანე 8:31,32). განთავისუფლების ფურცელი გამოწერილია! ეხლა
თქვენზეა დამოკიდებული რას გააკეთებთ!
რისგან გვანთავისუფლებს ჭეშმარიტება? ”ეს არის: სიძვა, უწმინდურება,
თავაშვებულება, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა,
შუღლი, უთანხმოება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობები, ლოთობა,
გაუმაძღობა და სხვა ასეთები ... ამის ჩამდენნი ღმერთის სასუფეველს ვერ
დაიმკვიდრებენ” (გალატ.
5:19-21). ამის ჩამდენთა გამო არის დედამიწაზე
გაბატონებული უსამართლობა, ომები, სიღარიბე და ა.შ. ესაია გადაჭრით
ამბობს: ”სიმშვიდე არ არის უკეთურთათვის!”
- ასეთია
სატანის მიერ მართული
წუთისოფლის ჩვეულებრივი მდგომარეობა ...
რას
იღებენ ღმერთს ნაზიარები ქრისტიანები? ”სიყვარული, სიხარული, მშვიდობა,
სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება, ამათ
წინააღმდეგ არ არის რჯული” (გალატ. 5:22,23).
როცა მიხვალ
ცარიელ
აკლდამასთან,
სადაც იესო იწვა,
ნახავ წარწერას: ”ის აღსდგა!” სახარების
არსიც ესაა:
იესო აღსდგა
და თუ ის მკვდრეთით აღსდგა, მაშინ
სიკვდილი დამარცხდა! როდესაც იესომ შესძახა: ”აღსრულდა!” სამყარო შეიძრა.
სატანამ საბოლოო და სამუდამო დამარცხება განიცადა: ”ღმერთის მიერ შობილი
თავს იცავს და ბოროტება ვერ ეკარება” (1 იოან. 5:18). იესომ ქრისტიანებს
მისცა ძალაუფლება ბენელთის ძალებზე (ლუკ. 10:19,20).
თუ
თქვენ ცხოვრობთ შიშებში, უკარისობაში, ხართ მოუსვენრად, გინდათ სიკეთე,
მაგრამ ბოროტება გეტმასნებათ, გეუბნებათ იესო: მოდი ჩემთან გადაღლილო და მე
მოგასვენებ შენ, ისწავლე ჩემგან და იპოვი სულის სიმშვიდეს, ”აქამდე არაფერი
გითხოვიათ ჩემი სახელით, ითხოვეთ და მოგეცემათ, რათა თქვენი სიხარული
სრულყოფილი იყოს” (იოან. 16:24). აღორძინებული
და ზეციდან შობილი ადამიანი ამ სრულყოფილ სიხარულში უნდა ცხოვრობდეს.
იესოს სურს, რომ თქვენ გახდეთ ახალი აღთქმის
მადლის
მონაწილე, სურს მოგცეთ ხსნა მთელი სრულყოფილებით. ამისთვის მან უზომოდ დიდი
მსხვერპლი გაიღო, მიიღო რა უმძიმეს სისაჯელი, რომლის მთელ სიღრმეს ჩვენ
ვერც კი წარმოვიდგენთ. იესომ იწვნია ცოდვა მთელი სისასტიკით და დამცირებით,
რათა მიგვეღო
უმაღლესი, უხვი კურთხევა.
როგორ მოვიქცეთ?
იგივე კითხვა დაუსვეს მოციქულ პეტრეს ებრაელებმა, რელიგიურმა ხალხმა,
რომლებიც
გულმოდგინედ
ასრულებდნენ ღმერთის მიერ მათთვის დადგენილ მოსეს რჯულს. პეტრემ უთხრა
მათ:
”მოექეცით და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების
მისატევებლად და მიიღებთ სულიწმინდის ნიჭს” (საქ. 2:38). იესომ თქვა: ”მე
მართალთა მოსაწოდებლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა მოსაქცევად” (ლუკ.
5:32).
რას
მოიცევს ღმერთისკენ მოქცევა, ანუ შემობრუნება?
1.
მონანიებას - როდესაც ადამიანი სულის სიღრმემდე შეიძვრება თავისი რეალური
მდგომარეობის დანახვისას. ეს არის ემოცია, რომელი ჩნდება ჭეშმარიტების
აღმოჩენისას. ადამიანი ნანობს მის მიერ ჩადენილ ცოდვებს და სურს
განთავისუფლდეს მათგან.
2.
გადაწყვეტილება - ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს ღმერთის გზაზე დადგომა და
გააკეთოს არჩევანი იესოს სასარგებლოდ.
ასე
იბადება მოქცევა, რომლის საფუძველზეც ღმერთი პატიობს ადამიანს შეცოდებებს
და რომლის შემდეგაც ადამიანი მზადაა ნათლობების მისაღებად, რასაც
პიროვნების სრული აღორძინება მოჰყვება (საქ. 3:19,20. ეზეკ 18:27-32).
”ამგვარად, ღმერთმა უგულვებელყო უმეცრების დროება და ეხლა აუწყებს
ადამიანებს, ყველას ყველგან რომ მოექცნენ” (საქ. 17:30). ღმერთისკენ
მოქცევის ლოცვა წარმოითქმება ერთხელ (ებრ. 6:4), რწმენით (რომ. 10:8-10) და
ამ დროს იბადება ზეციდან ადამიანი. ამ ახალ ადამიანს მალევე ”აღმოაჩენთ”
ზეციდან შობის მომდევნო დღეებში.
როცა ცადვის ბარიერი იმსხვრევა, თქვენ წინაშე იშლება მანამდე დაფარული
სულიერი სამყარო. ყოველ ჩვენთაგანს აქვს განსაკუთრებული საჭიროება
და ყოველი ჩვენგანი უნდა მივიდეს ღმერთთან პირადად, რათა მიიღოს მისი
განგება.
ღმერთისკენ
მოქცევის ლოცვა
იესო, მე მჯერა, რომ შენ მოკვდი ჩემი ცოდვებისათვის და აღსდექი, რათა
მიმეღო პატიება და მარადიული სიცოცხლე. გთხოვ, შემოდი ჩემს ცხოვრებაში,
გაღიარებ ჩემს უფლად და მხსნელად. მადლობას გიძღვნი, რომ მიმიღე და მომეცი
უფლება გავხდე ღმერთის შვილი შენდამი რწმენის გამო. გმადლობ, რომ ღმერთის
სიტყვის აღთქმები რალურად მეკუთვნიან მე. იესო ქრისტეს სახელით დაე იყოს
ასე. ამინ!
”ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაგდებ” (იოან. 6:37)
თუ
ლოცვა რწმენით და ხმამაღლა წარმოთქვით, თუ გადაწყვიტეთ შემობრუნდეთ იმ
ნათლისაკენ, რასაც ღმერთის სიტყვა გპირდებათ, მაშინ გჭირდებათ სულიწმინდით
და წყლით ნათლობა. ამისათვის საჭიროა მონახოთ ეკლესია, სადაც სულიწმინდა
მოქმედებს და იქადაგება ცოცხალი ღმერთის ცოცხალი სახარება.
ბოლო
ცვლილება: 17.11.2008
საავტორო უფლება
©
ეკლესია სიცოცხლის სიტყვა |